ავტოსკოლა

ბილეთი №314 · გაჩერება დგომა

მოცემულ სიტუაციაში მხოლოდ სამარშუტო ყვითელი ავტობუსის მძღოლი აწარმოებს მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას. რომელი ავტომობილის მძღოლი არ არღვევს გაჩერების წესებს?

მოცემულ სიტუაციაში მხოლოდ სამარშუტო ყვითელი ავტობუსის მძღოლი აწარმოებს მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას. რომელი…
  1. ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  2. ბმხოლოდ სამარშუტო ყვითელი ავტობუსის მძღოლი✓ სწორი პასუხი
  3. გმხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  4. დარცერთი ავტომობილის მძღოლი

რატომ?

სამარშრუტო ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლზე სხვა ტრანსპორტს გაჩერება ეკრძალება, ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ 5 მ-ზე ახლოს კი გაჩერება ყველასთვის აკრძალულია. მგზავრებს სამარშრუტო ავტობუსი ემსახურება, ამიტომ წესს მხოლოდ ის არ არღვევს — დანარჩენებს ერთ-ერთი ეს აკრძალვა ეხებათ.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერებ გზის სავალ ნაწილზე ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. ამავე კანონის პირველი დანართის 5.14 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.14 „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ - გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით. ნიშნის მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გაჩერება დგომა