ბილეთი №313 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამსუბუქი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
- ბსატვირთო ავტომობილის მძღოლს
რატომ?
ციცაბო აღმართიან გზაზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, დაღმართზე მოძრავი ჩერდება და აღმართზე მოძრავს გზას უთმობს, რადგან აღმართზე გაჩერებულს ხელახლა დაძვრა უჭირს. გამონაკლისია, როცა აღმართზე მოძრავს წინ გვერდის ასაქცევი ადგილი აქვს: მაშინ ის იქ გაჩერდება. ამ წესით გზა მსუბუქმა უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მთის გზასა და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე, აგრეთვე 1.14 და 1.15 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზებზე, სადაც გვერდის აქცევა შეუძლებელია ან გართულებულია, დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს და გზა დაუთმოს აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გვერდის ასაქცევი ადგილი სავალი ნაწილის გასწვრივ ისეა განლაგებული, რომ აღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, შეძლებდა მის წინ მდებარე ასაქცევ ადგილზე გაჩერებას, რითაც გამოირიცხებოდა ერთ-ერთი სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობის აუცილებლობა. ამავე კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.15 „ციცაბო აღმართი”- იძლევა გაფრთხილებას ციცაბოაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე.