ავტოსკოლა

ბილეთი №315 · გაჩერება დგომა

თუ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ:

  1. ასიჩქარის შეუცვლელად, რადგან ქვეითი ვალდებულია არ გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინა მხრიდან, ვიდრე არ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში
  2. ბმხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი✓ სწორი პასუხი

რატომ?

არარეგულირებულ გადასასვლელთან გაჩერებული ან შენელებული სამარშრუტო ტრანსპორტი შეიძლება ქვეითს უთმობდეს გზას და შენს ხედვას ფარავდეს. ამიტომ მეზობელ ზოლში მოძრაობა მხოლოდ მაშინ გააგრძელე, როცა დარწმუნდები, რომ მის წინ ქვეითი არ არის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გაჩერება დგომა