ავტოსკოლა

ბილეთი №320 · გაჩერება დგომა

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით, თუ ჯერ დადგა თეთრი მსუბუქი ავტომობილი, მერე - უეტლო მოტოციკლი და ბოლოს - ეტლიანი მოტოციკლი?

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით, თუ ჯერ დადგა თეთრი მსუბუქი ავტომობილი, მერე…
  1. ათეთრი მსუბუქი ავტომობილი
  2. ბუეტლო მოტოციკლი
  3. გეტლიანი მოტოციკლი✓ სწორი პასუხი
  4. დარცერთი სატრანსპორტო საშუალება

რატომ?

დგომა ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად ხდება. ორ რიგად დაყენება მხოლოდ გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ, ამიტომ უეტლო მოტოციკლი წესს არ არღვევს, ეტლიანი მოტოციკლი კი არღვევს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გაჩერება დგომა