ბილეთი №316 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გასწრებისას ყველაზე უფრო ხშირად ავარიული სიტუაცია იქმნება:
- ამხოლოდ დისტანციის დაუცველობის გამო
- ბმხოლოდ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამოჩენის გამო
- გროგორც დისტანციის დაუცველობის, ასევე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამოჩენის გამო✓ სწორი პასუხი
რატომ?
გასწრებისას ავარიული სიტუაცია ყველაზე ხშირად ორი მიზეზით იქმნება: დისტანციას არ იცავენ და შემხვედრ ტრანსპორტს საკმარის ყურადღებას არ აქცევენ. ორივე გაითვალისწინე: გასწრებამდე დისტანცია დაიცავი და დარწმუნდი, რომ შემხვედრი ზოლი თავისუფალია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: მ) გასწრებისას ყველაზე უფრო ხშირად ავარიული სიტუაცია იქმნება დისტანციის დაუცველობის მიზეზით და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამოჩენის გამო.