ბილეთი №347 · საგზაო მონიშვნა
თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:
- ასაგზაო ნიშნების მოთხოვნები✓ სწორი პასუხი
- ბსაგზაო მონიშვნის მოთხოვნები
რატომ?
თუ საგზაო ნიშანი და საგზაო მონიშვნა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ნიშნის მოთხოვნას ასრულებ. მაგალითად, გზის სამუშაოებზე დროებითი ნიშანი შეიძლება ძველ მონიშვნას ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ ამ დროს ნიშანი მოქმედებს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს საგზაო ნიშნების მოთხოვნები.