ავტოსკოლა

ბილეთი №346 · გაჩერება დგომა

დასახლებულ პუნქტში, მოცემულ გზას თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლი გააჩნია. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

დასახლებულ პუნქტში, მოცემულ გზას თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლი გააჩნია. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს…
  1. ამხოლოდ A და B ადგილას
  2. ბმხოლოდ B და C ადგილას
  3. გმხოლოდ C ადგილას
  4. დმხოლოდ A და C ადგილას✓ სწორი პასუხი

რატომ?

დასახლებულ პუნქტში, სადაც თითო მიმართულებით ერთი ზოლია და შუაში ტრამვაის ლიანდაგი არ არის, გაჩერება მარჯვენა მხარეს ყოველთვის შეიძლება, მარცხენა მხარესაც. სავალი ნაწილის შუაში გაჩერება მხოლოდ ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილებშია შესაძლებელი. ამ წესებს მხოლოდ A და C აკმაყოფილებს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სავალი ნაწილის შუაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ ადგილებში.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გაჩერება დგომა