ავტოსკოლა

ბილეთი №369 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ტრაქტორი მოძრაობს 25 კმ/სთ სიჩქარით?

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ტრაქტორი მოძრაობს 25 კმ/სთ…
  1. აარ აქვს უფლება✓ სწორი პასუხი
  2. ბაქვს უფლება

რატომ?

თუ უსაფრთხოების კუნძული ან სხვა მოწყობილობა ორმხრივი გზის ღერძზეა, მას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუარო, რომ შემხვედრ ზოლში არ აღმოჩნდე. ისრით ნაჩვენები მოძრაობა ამ წესს არ იცავს, ამიტომ გაგრძელების უფლება არ გაქვს, ტრაქტორის სიჩქარის მიუხედავად.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი