ბილეთი №372 · გაჩერება დგომა
რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ხიდზე მგზავრთა ჩასხდომის მიზნით ისრით მითითებულ ადგილზე გაჩერების შემთხვევაში?

- აორივე ავტომობილის მძღოლი
- ბმხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი
- გმხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლი
- დარცერთი ავტომობილის მძღოლი✓ სწორი პასუხი
რატომ?
ხიდზე გაჩერება საფრთხეს ქმნის და ჩვეულებრივ აკრძალულია. გამონაკლისია ხიდი, სადაც ერთი მიმართულებით ორზე მეტი ზოლია. აქ ეს პირობა სრულდება, ამიტომ არცერთი მძღოლი არ არღვევს წესს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადებზე, ხიდებზე და გზაგამტარებზე, გარდა იმ შემთხვევებისა როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია.