ავტოსკოლა

ბილეთი №373 · გაჩერება დგომა

მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ხიდზე მგზავრთა ჩასხდომის მიზნით მსუბუქი ავტომობილი ისრის მიმართულებით მოძრაობს უკუსვლით, ხოლო - მოტოციკლი ახორციელებს ისრის მიმართულებით მობრუნებას?

მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ხიდზე მგზავრთა ჩასხდომის…
  1. ამხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
  2. ბმხოლოდ ავტომობილის მძღოლი
  3. გარცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
  4. დორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლები✓ სწორი პასუხი

რატომ?

ხიდზე მობრუნება აკრძალულია. უკუსვლაც აკრძალულია იმავე ადგილებში, სადაც მობრუნება, ამიტომ ორივე მძღოლი წესს არღვევს. მგზავრის ჩასხდომა ამას ვერ ამართლებს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ. ამავე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გაჩერება დგომა