ავტოსკოლა

ბილეთი №376 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მობრუნება დასაშვებია:

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მობრუნება დასაშვებია:
  1. ამხოლოდ A მიმართულებით
  2. ბმხოლოდ B მიმართულებით
  3. გროგორც A, ასევე B მიმართულებით
  4. დორივე მიმართულებით დაუშვებელია✓ სწორი პასუხი

რატომ?

ქვეითთა გადასასვლელზე და სამარშრუტო ტრანსპორტის გაჩერების ადგილას მობრუნება აკრძალულია, რადგან იქ ქვეითები არიან. აქ ნიშნები სწორედ ამ ორ ადგილს აღნიშნავს, ამიტომ მობრუნება არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.16 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.16 „ავტობუსის და (ან) ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი“ აღნიშნავს შესაბამისი სახის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გასაჩერებელ ადგილს. ამავე თავის 5.19.1 და 5.19.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 5.19.1 და 5.19.2 „ქვეითთა გადასასვლელი“ - აღნიშნავს გზაზე ქვეთთა გადასასვლელისთვის გამოყოფილ ადგილს. ნიშანი 5.19.1 იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 5.19.2 - გზის მარცხენა მხარეს. გადასასვლელზე 1.14 მონიშვნის არ არსებობისას ნიშანი 5.19.1 იდგმება გადასასვლელის ახლო საზღვართან, ხოლო ნიშანი 5.19.2 - გადასასვლელის შორ საზღვართან.

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი