ავტოსკოლა

ბილეთი №374 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მობრუნება დასაშვებია:

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მობრუნება დასაშვებია:
  1. ამხოლოდ A მიმართულებით✓ სწორი პასუხი
  2. ბმხოლოდ B მიმართულებით
  3. გროგორც A, ასევე B მიმართულებით
  4. დორივე მიმართულებით დაუშვებელია

რატომ?

ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ მობრუნება აკრძალულია. წყვეტილი გამყოფი ხაზი კი ორივე მხრიდან გადაიკვეთება. ამიტომ დასაშვებია მხოლოდ A მიმართულებით მობრუნება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.5 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური მონიშვნა 1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი