ბილეთი №445 · მოძრაობა ავტომაგისტრალზე
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეებს არ ეკრძალებათ ავტომაგისტრალებზე, აგრეთვე ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მოძრაობა?
- ამოპედის მძღოლებს
- ბქვეითებს
- გორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების მძღოლებს
- დავტომატარებლების მძღოლებს✓ სწორი პასუხი
რატომ?
ავტომაგისტრალზე ქვეითს, ცხოველს, ველოსიპედს, მოპედს და ორბორბლიან ელექტროთვითმგორავს შესვლა ეკრძალება. ეს აკრძალვა ავტომობილს მისაბმელით არ ეხება, თუ მისი კონსტრუქციული სიჩქარე 40 კმ/სთ-ზე მეტია. ავტომატარებელიც ასეთია, ამიტომ მისი მძღოლისთვის ავტომაგისტრალი დაშვებულია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილის (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობს უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად).