ავტოსკოლა

ბილეთი №401 · მოძრაობა ავტომაგისტრალზე

დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც აპირებს მოხვევას ვალდებულია:

  1. აწინასწარ შეანელოს სიჩქარე და მოხვევის მანევრი შეასრულოს დამუხრუჭების ზოლზე გადაუსვლელად
  2. ბდროულად გადაადგილდეს დამუხრუჭების ზოლზე და შემდეგ შეანელოს სიჩქარე✓ სწორი პასუხი
  3. გმოხვევის მანევრის შესრულებამდე გაჩერდეს დამუხრუჭების ზოლზე

რატომ?

დამუხრუჭების ზოლი იმისთვისაა, რომ სიჩქარე ძირითად ნაკადში კი არა, ცალკე ზოლზე შეამცირო. ამიტომ მოხვევის წინ ჯერ დროულად გადადი ამ ზოლზე და მხოლოდ შემდეგ შეანელე. თუ ძირითად ნაკადში დაიწყებ დამუხრუჭებას, უკან მომავალს ხელს შეუშლი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც მოხვევას აპირებს, დროულად უნდა გადაადგილდეს ამ ზოლზე და შემდეგ უნდა შეანელოს სიჩქარე.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა ავტომაგისტრალზე