ბილეთი №447 · მოძრაობა ავტომაგისტრალზე
ავტომაგისტრალზე, ასევე ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალული არ არის:
- ასატრანსპორტო საშუალების მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა
- ბსატრანსპორტო საშუალებით ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა
- გმეორე ზოლის იქეთ, იმ მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილი ავტომობილით მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება✓ სწორი პასუხი
- დსასწავლო სვლა
რატომ?
ავტომაგისტრალზე აკრძალულია სასწავლო სვლა, მობრუნება, უკუსვლა და ცენტრალურ გამყოფ ზოლზე ან სავალი ნაწილების განივ შეერთებაზე გასვლა. მეორე ზოლის იქით მოძრაობა კი ეკრძალება ტვირთის გადამზიდავს, რომლის დასაშვები მასა 3,5 ტონაზე მეტია; მგზავრთა გადამყვანზე ეს აკრძალვა არ ვრცელდება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია სასწავლო სვლა. ამავე პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა.