ავტოსკოლა

ბილეთი №404 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

რომელ ნახატზეა ნაჩვენები მოტოციკლის მძღოლის მიერ ხელით მიცემული მარცხნივ მოხვევის სიგნალი?

რომელ ნახატზეა ნაჩვენები მოტოციკლის მძღოლის მიერ ხელით მიცემული მარცხნივ მოხვევის სიგნალი?
  1. აI✓ სწორი პასუხი
  2. ბII
  3. გIII

რატომ?

მარცხნივ მოხვევის სიგნალი ხელით ორნაირია: გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მოტოციკლის მძღოლიც იმავე სიგნალს იყენებს, რასაც ავტომობილის მძღოლი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი