ავტოსკოლა

ბილეთი №407 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

რომელ ნახატზეა ნაჩვენები ავტომობილის მძღოლის მიერ ხელით მიცემული დამუხრუჭების სიგნალი?

რომელ ნახატზეა ნაჩვენები ავტომობილის მძღოლის მიერ ხელით მიცემული დამუხრუჭების სიგნალი?
  1. აI✓ სწორი პასუხი
  2. ბII
  3. გIII

რატომ?

ავტომობილის მძღოლი დამუხრუჭებას ხელით ასე ანიშნებს: მარცხენა ან მარჯვენა ხელი ვერტიკალურად ზემოთ აქვს აწეული. გვერდზე გაშვერილი ხელი კი მოხვევას აჩვენებს და არა დამუხრუჭებას.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი