ავტოსკოლა

ბილეთი №405 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

რომელ ნახატზეა ნაჩვენები მოტოციკლის მძღოლის მიერ ხელით მიცემული მარჯვნივ მოხვევის სიგნალი?

რომელ ნახატზეა ნაჩვენები მოტოციკლის მძღოლის მიერ ხელით მიცემული მარჯვნივ მოხვევის სიგნალი?
  1. აI
  2. ბII
  3. გIII✓ სწორი პასუხი

რატომ?

მარჯვნივ მოხვევის სიგნალი ხელით ორნაირია: გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. ვერტიკალურად აწეული ხელი მოხვევას არ აჩვენებს — ის დამუხრუჭებაა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი