ავტოსკოლა

ბილეთი №408 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

რომელ ნახატზეა ნაჩვენები ავტომობილის მძღოლის მიერ ხელით მიცემული მარჯვნივ მოხვევის სიგნალი?

რომელ ნახატზეა ნაჩვენები ავტომობილის მძღოლის მიერ ხელით მიცემული მარჯვნივ მოხვევის სიგნალი?
  1. აI
  2. ბII✓ სწორი პასუხი
  3. გIII

რატომ?

ავტომობილის მძღოლის მარჯვნივ მოხვევის სიგნალი ასეთია: გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. ზემოთ სწორად აწეული ხელი დამუხრუჭებას ნიშნავს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით. მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე ჰორიზონტალურად გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალს შეესაბამება ზემოთ ვერტიკალურად აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი