ბილეთი №433 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ ადგილას ითვალისწინებს კანონი მძღოლის შესაძლებლობას ისარგებლოს მისთვის უფრო მოსახერხებელი მოძრაობის ზოლით?
- ადასახლებულ პუნქტის ნებისმიერ გზაზე, თუ მძღოლი მოძრაობს ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებით
- ბდაუსახლებელ და დასახლებულ პუნქტებში სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით
- გდასახლებულ პუნქტში, გზაზე, სადაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის არანაკლებ ორი მოძრაობის ზოლია და ისინი აღნიშნულია გრძივი მონიშვნით✓ სწორი პასუხი
რატომ?
დასახლებულ პუნქტში, სადაც ერთი მიმართულებით არანაკლებ ორი ზოლია და ისინი გრძივი მონიშვნითაა აღნიშნული, უფლება გაქვს უფრო მოსახერხებელ ზოლზე იმოძრაო. სხვა ზოლზე გადასვლა კი მხოლოდ მოხვევის, გასწრების, გაჩერების ან დგომის წესების შესაბამისად შეიძლება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 31-ე მუხლით (გარდა მე-5 პუნქტისა) დადგენილი მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში, გზაზე, სადაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის არანაკლებ ორი მოძრაობის ზოლია და ისინი აღნიშნულია გრძივი მონიშვნით, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მისთვის უფრო მოსახერხებელი მოძრაობის ზოლით (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა). სხვა მოძრაობის ზოლზე ის უნდა გადავიდეს მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის, გასწრების, გაჩერების ან დგომის მანევრის შესრულების მარეგულირებელი წესების შესაბამისად.