ავტოსკოლა

ბილეთი №435 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?
  1. აეკრძალება✓ სწორი პასუხი
  2. ბარ ეკრძალება

რატომ?

რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით გადასასვლელის წინ მდგომი მანქანის შემოვლა, ისევე როგორც საპირისპირო ნაკადების გამყოფი ხაზის გადაკვეთა. ამიტომ თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა ეკრძალება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით, გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალურო მონიშვნა) 1.1 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.1 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ან სავალი ნაწილის საზღვარს, რომელზე შესვლაც აკრძალულია; აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის საზღვარს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირს, რომელიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს. 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი