ავტოსკოლა

საგზაო მონიშვნა

მონიშვნა 1.1 „მთლიანი ხაზი“

მონიშვნა 1.1 მთლიანი ხაზი

რას ნიშნავს

უწყვეტი თეთრი ხაზი საპირისპირო ნაკადებს ყოფს ან საშიშ ადგილას ზოლების საზღვარს აღნიშნავს. მისი გადაკვეთა აკრძალულია, ამიტომ მასზე გადასვლით ვერც გაუსწრებ და ვერც მობრუნდები. ერთადერთი გამონაკლისი სავალი ნაწილის მარჯვენა კიდის ხაზია: გზის ნაპირზე გასაჩერებლად მისი გადაკვეთა შეიძლება.

კანონის ტექსტი

ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს. 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს; აღნიშნავს სავალი ნაწილის საზღვრებს, რომლებზედაც შესვლა აკრძალულია; აღნიშნავს ტრანსპორტის დგომის ადგილის საზღვრებს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირებს, რომლებიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს. 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა ტრანსპორტის გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

ბილეთები ამ მონიშვნაზე (6)

საგზაო მონიშვნა