ბილეთი №936 · მოძრაობის სიჩქარე
საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი“ უნდა ჩაირთოს:
- ამხოლოდ დღე-ღამის ბნელ დროს ავტომატარებლის მოძრაობისას
- ბავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც✓ სწორი პასუხი
- გმხოლოდ ავტომატარებლის მოძრაობისას არასაკმარისი ხილვადობის პერიოდში
რატომ?
საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი“ ავტომატარებლის მოძრაობისას უნდა იყოს ჩართული, ბნელში ან ცუდ ხილვადობაში კი გაჩერებისა და დგომის დროსაც. ასე მდგარი გრძელი მანქანა ღამით შეუმჩნეველი არ დარჩება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი” უნდა ჩაირთოს ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც.