ბილეთი №824 · მოძრაობის სიჩქარე
ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში გავლამდე, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:
- აგზა დაუთმოს მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს
- ბჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია
- გდარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში✓ სწორი პასუხი
რატომ?
ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის ხაზის ქვეშ, გვირაბში და მსგავს ადგილებში გავლამდე ავტობუსისა და სატვირთოს მძღოლმა უნდა დარწმუნდეს, რომ მისი მანქანა უსაფრთხოდ გაივლის. ეს მანქანები მაღალია და ნაგებობას შეიძლება შეეხონ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში ან სხვა მსგავს ადგილას გავლამდე ავტობუსის, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში.