ავტოსკოლა

ბილეთი №516 · საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი

სატვირთო ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არა უმეტეს:

სატვირთო ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არა უმეტეს:
  1. ა50 კმ სთ სიჩქარით
  2. ბ40 კმ/სთ სიჩქარით
  3. გ30 კმ/სთ სიჩქარით
  4. დ20 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი

რატომ?

საცხოვრებელ ზონაში ყველა მძღოლი, სატვირთოს მძღოლიც, არაუმეტეს 20 კმ/სთ-ით უნდა მოძრაობდეს. ასეთ ზონაში ქვეითები და ბავშვები გზაზე თავისუფლად გადაადგილდებიან.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში - არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, მძღოლი უნდა გადაადგილდეს არაუმეტეს 20კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - აღნიშნავს ტერიტორიას (ზონას) სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება ასეთი საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი