ბილეთი №55 · მარეგულირებლის სიგნალები
ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალი. რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს ისრის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

- აყველა ავტომობილის მძღოლს
- ბარცერთი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
- გმხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს
რატომ?
ზემოთ აწეული ერთი ხელი ყველასთვის „ყურადღება, სდექ“ სიგნალია, გარდა მათი, ვინც მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე ვეღარ გაჩერდება. ლურჯი ციმციმის მქონე ოპერატიული მანქანა მარეგულირებლის სიგნალს არ აუქმებს, ამიტომ არცერთ მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება არ აქვს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ზემოთ აწეული ერთი ხელი: - ეს ჟესტი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ნიშნავს „ყურადღება, სდექ“ სიგნალს, გარდა იმ მძღოლებისა, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საკმაო უსაფრთხოების პირობების დაცვით. გარდა ამისა, თუ ეს სიგნალი მიცემულია გზაჯვარედინზე, მძღოლს, რომელიც უკვე შესულია გზაჯვარდინზე, შეუძლია განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას იმყოფება გზის სავალ ნაწილზე, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია - უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.