ბილეთი №74 · მარეგულირებლის სიგნალები
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს ისრის მიმართულებით მოძრაობა მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

- ამხოლოდ ტრამვაის მძღოლმა
- ბმხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლმა✓ სწორი პასუხი
- გორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა
რატომ?
წინ გაშვერილი მარჯვენა ხელის დროს მარეგულირებლის მარცხენა გვერდიდან ურელსო ტრანსპორტს ყველა მიმართულებით შეუძლია გაგრძელება, მკერდის მხრიდან — მხოლოდ მარჯვნივ, მარჯვენა გვერდიდან და ზურგიდან კი არავის. ამ სიტუაციაში გაგრძელება მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს შეუძლია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: გ) წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავ ყველა მძღოლისათვის. ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს მარცხნივ, ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგუ¬ლირებლის ზურგს უკან.