ბილეთი №56 · მოძრაობის უსაფრთხოება
აქვს თუ არა უფლება საგზაო მოძრაობის მონაწილეს გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე?
- ააქვს უფლება
- ბარ აქვს უფლება✓ სწორი პასუხი
რატომ?
გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით მოძრაობის შეზღუდვის ან საფრთხის შექმნის უფლება არავის აქვს. გზაზე დარჩენილი ნივთი სხვა მძღოლისთვის მოულოდნელი დაბრკოლებაა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე.