ავტოსკოლა

ბილეთი №57 · მოძრაობის უსაფრთხოება

თუ საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაყრით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდა საგზაო მოძრაობა ან/და შექმნა საფრთხე, მან დაუყოვნებლივ უნდა:

  1. ამიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება✓ სწორი პასუხი
  2. ბაცნობოს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დასუფთავების სამსახურში და განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით გააგრძელოს მოძრაობა

რატომ?

თუ გზაზე დაბრკოლება შექმენი, დაუყოვნებლივ უნდა მიიღო ზომები მის თავიდან ასაცილებლად. თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება არ შეგიძლია, სხვა მონაწილეები დროულად უნდა გააფრთხილო. ჯერ ცდილობ დაბრკოლების მოხსნას, მერე ფრთხილდები.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე. საგზაო მოძრაობის მონაწილემ, რომელმაც ობიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა ასეთი შეზღუდვის ან ასეთი საფრთხის შექმნის თავიდან აცილება, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება