ბილეთი №584 · სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
სატვირთო ავტომობილის მოწყობილი ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას, მათ უნდა ახლდეთ სრულწლოვანი გამცილებელი არანაკლებ:
- აორისა✓ სწორი პასუხი
- ბსამისა
- გოთხისა
რატომ?
ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას სატვირთოს მოწყობილი ძარით ჯგუფს არანაკლებ ორი სრულწლოვანი გამცილებელი უნდა ახლდეს. მანქანაზე წინ და უკან „ბავშვების გადაყვანის“ საცნობი ნიშანიც უნდა იყოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ბავშვთა ჯგუფის ავტობუსით ან ფურგონძარიანი სატვირთო ავტომობილით გადაყვანისას ჯგუფს უნდა ახლდეს სრულწლოვანი გამცილებელი, ხოლო დასასხდომი ადგილებით უზრუნველყოფილი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი გადაყვანისას – არანაკლებ ორი ასეთი პირი. სატრანსპორტო საშუალებაზე წინ და უკან უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“.