ბილეთი №611 · მაფრთხილებელი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნები, 8.1.1 (მანძილი ობიექტამდე) დაფის გარეშე დაუსახლებელი პუნქტში სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება:

- ა50-100 მეტრის მანძილზე
- ბ100-150 მეტრის მანძილზე
- გ150-300 მეტრის მანძილზე✓ სწორი პასუხი
რატომ?
დაუსახლებელ პუნქტში სიჩქარე მაღალია, ამიტომ გამაფრთხილებელი ნიშანი სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150–300 მ-ზე იდგმება, რომ მძღოლმა დროულად შეანელოს. დასახლებულ პუნქტში ეს მანძილი 50–100 მ-ია. სხვა მანძილს დაფა „მანძილი ობიექტამდე“ აჩვენებს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით