მაფრთხილებელი ნიშნები
ნიშანი 1.34 „სხვა საფრთხეები“
რას ნიშნავს
წინ ისეთი საფრთხეა, რომლისთვისაც ცალკე ნიშანი არ არსებობს. ნიშანი არ გეუბნება, ზუსტად რა დაგხვდება, ამიტომ შეანელე და გზას დააკვირდი. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი 150–300 მ-ით ადრე დგას, დასახლებულ პუნქტში — 50–100 მ-ით.
სად იდგმება
- ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
კანონის ტექსტი
გზის მონაკვეთი, რომელზედაც შეიძლება წარმოიშვას ისეთი საფრთხე, რომელიც არ არის განსაზღვრული სხვა მაფრთხილებელი ნიშნებით.