ბილეთი №612 · მაფრთხილებელი ნიშნები
რა მანძილზე იდგემება მოცემული საგზაო ნიშნები დასახლებულ პუნქტში, სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე?

- ა50-100 მეტრის მანძილზე✓ სწორი პასუხი
- ბ100-150 მეტრის მანძილზე
- გ150-300 მეტრის მანძილზე
რატომ?
ეს გამაფრთხილებელი ნიშნები დასახლებულ პუნქტში სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 50–100 მ-ზე იდგმება, დაუსახლებელ პუნქტში კი 150–300 მ-ზე. აუცილებლობისას სხვა მანძილიც შეიძლება და ის 8.1.1 დაფაზეა მითითებული.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით