ბილეთი №62 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა მძღოლს ეკრძალება:
- ამხოლოდ შესაბამისი მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში
- ბმხოლოდ შესაბამისი მართვის უფლების ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში
- გროგორც შესაბამისი მართვის უფლების შეჩერების, აგრეთვე ამ უფლების ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში✓ სწორი პასუხი
რატომ?
მძღოლს მართვა ეკრძალება, თუ შესაბამისი მართვის უფლება არ აქვს მოპოვებული, ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან გაუქმებული აქვს. ამიტომ ყველა ეს შემთხვევა მართვას გიკრძალავს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მძღოლს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები. თუ სატრანსპორტო საშუალების მართვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესაბამისი მართვის უფლების მინიჭების შემდეგ, მძღოლს ეკრძალება ამ კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვების გარეშე, აგრეთვე ამ უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში.