ავტოსკოლა

ამკრძალავი ნიშნები

ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია“

ნიშანი 3.7 მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია

რას ნიშნავს

აკრძალულია მისაბმელიანი სატვირთოთი და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობა, ასევე სხვა მანქანის ბუქსირება. საერთო ის არის, რომ მანქანას უკან სხვა რამ მიჰყვება. მისაბმელის გარეშე სატვირთოს ნიშანი არ ეხება.

კანონის ტექსტი

კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას. კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე.

ბილეთები ამ ნიშანზე (6)

ამკრძალავი ნიშნები