ავტოსკოლა

ბილეთი №827 · მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოდ ჩამოთვლილი რომელი უწესრიგობის დროს ეკრძალება მძღოლს სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა?

  1. ამხოლოდ ხმოვანი სიგნალის გაუმართაობის დროს
  2. ბმხოლოდ საჭის მექანიზმის გაუმართაობის დროს✓ სწორი პასუხი
  3. გმხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარნების გაუმართაობის დროს
  4. დამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

რატომ?

საჭის მექანიზმის გაუმართაობისას მოძრაობა აკრძალულია, რადგან მანქანის მიმართულებას ვეღარ აკონტროლებ. იგივე ეხება მუშა სამუხრუჭო სისტემას. ხმოვანი სიგნალი და ნისლსაწინააღმდეგო ფარები ამ აკრძალვაში არ შედის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება