ავტოსკოლა

ბილეთი №818 · მოძრაობის უსაფრთხოება

გზაზე მოძრაობისას, ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევაში არ არის ვალდებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ისარგებლობს უსაფრთხოების ღვედით?

  1. ათუ იგი მოძრაობს დასახლებულ პუნქტში
  2. ბთუ იგი მოძრაობს ოპერატიული სამსახურის ავტომობილით
  3. გთუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია
  4. დთუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს✓ სწორი პასუხი

რატომ?

მძღოლი ვალდებულია უსაფრთხოების ღვედით ისარგებლოს, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქციაც ღვედებს საერთოდ არ ითვალისწინებს. დასახლებულ პუნქტში მოძრაობა ამ ვალდებულებას არ ხსნის. უზრუნველყავი, რომ გვერდით მჯდომმაც გამოიყენოს ღვედი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება