ბილეთი №817 · გაჩერება დგომა
იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გზაზე მოძრაობისას, რომლის კონსტრუქცია ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს, უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა სავალდებულო არ არის:
- ამძღოლისათვის
- ბუკანა სავარძელზე მჯდომი მგზავრისათვის✓ სწორი პასუხი
- გმძღოლისაგან მარჯვენა ან მარცხენა მხარეს მჯდომი მგზავრისათვის
რატომ?
უკანა სავარძელზე მჯდომი მგზავრისთვის უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა სავალდებულო არ არის. მძღოლმა კი ღვედი უნდა გაიკეთოს და ისიც უნდა უზრუნველყოს, რომ მის გვერდით მჯდომმა მგზავრმა გაიკეთოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა.