ბილეთი №834 · მოძრაობის უსაფრთხოება
მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა:
- აშეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას✓ სწორი პასუხი
- ბდამუხრუჭებისათვის დამატებით უნდა გამოიყენოს ხელის მუხრუჭი
- გმიმართულების შეცვლა უნდა განახორციელოს საჭის მკვეთრი მობრუნებითა და სიჩქარის მომატებით
რატომ?
მოყინულ გზას საბურავი სუსტად ეჭიდება, ამიტომ ნებისმიერმა მკვეთრმა მოძრაობამ შეიძლება მოცურება გამოიწვიოს. შეძლებისდაგვარად თავი აარიდე დამუხრუჭებას, სიჩქარის შეცვლას და მიმართულების მკვეთრად შეცვლას — ყველაფერი რბილად და თანაბრად გააკეთე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას. ამასთან მძღოლმა უნდა გაათვიცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარებზე და ესტაკადებზე.