ავტოსკოლა

ბილეთი №833 · მოძრაობის უსაფრთხოება

ღამე ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  1. აგართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა✓ სწორი პასუხი
  2. ბიზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი
  3. გსავალდებულოა საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა

რატომ?

ღამით ცუდად ან არათანაბრად განათებულ მონაკვეთზე გზის მონაწილეები ერთმანეთს ძნელად ამჩნევენ: როგორც შენ გვიან შეამჩნევ სხვებს, ისე სხვებიც გვიან შეგამჩნევენ. ამიტომ სიჩქარე ისე შეარჩიე, რომ გვიან შემჩნეულ ქვეითზე ან მანქანაზე რეაგირება მოასწრო.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები - ღამე, ცუდად განათებული ან არათანაბრად განათებული გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება