ბილეთი №858 · მოძრაობის უსაფრთხოება
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში?
- ააკრძალულია✓ სწორი პასუხი
- ბარ არის აკრძალული, თუ მძღოლი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება საერთაშორისო მოძრაობაში
- გარ არის აკრძალული, თუ იგი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით
რატომ?
ალკოჰოლური სიმთვრალის დროს მართვა უპირობოდ აკრძალულია: ამას არც სიფრთხილის ზომები ცვლის და არც ის, რომ მძღოლი საქართველოში საერთაშორისო მოძრაობაშია. ალკოჰოლი რეაქციას აყოვნებს და ყურადღებას ფანტავს, სიფრთხილე კი ამ დაგვიანებას ვერ ანაზღაურებს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკუ¬ლი ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას.