ბილეთი №865 · მოძრაობის უსაფრთხოება
სატრანსპორო საშულების მოცურების საშიშროება უფრო მაღალია:
- აწვიმის დასაწყისში✓ სწორი პასუხი
- ბწვიმის პერიოდში, მისი დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ
- გწვიმის დასრულების შემდეგ
რატომ?
წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და მოლიპული ხდება, ამიტომ მოცურების საშიშროება სწორედ მაშინ არის ყველაზე დიდი. ასეთ დროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით შეამცირე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: ვ) წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით.