ბილეთი №859 · მოძრაობის უსაფრთხოება
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისას უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა სავალდებულოა:
- ამხოლოდ გრუნტიანი საფარის მქონე გზაზე მოძრაობისას
- ბმხოლოდ ღორღიანი საფარის მქონე გზაზე მოძრაობისას
- გმხოლოდ ცემენტ-ბეტონის საფარის მქონე გზაზე მოძრაობისას
- დნებისმიერ გზაზე მოძრაობისას✓ სწორი პასუხი
რატომ?
უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა ნებისმიერ გზაზე მოძრაობისას სავალდებულოა, თუ მანქანის კონსტრუქცია ღვედებს ითვალისწინებს. ღვედი ავარიისას ინერციით წინ გადაგდებას აკავებს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას დადგენილი წესით ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა.