ავტოსკოლა

ბილეთი №953 · მოძრაობის უსაფრთხოება

აქვს თუ არა უფლება მძღოლს განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე, მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება?

  1. ააქვს უფლება, ვინაიდან საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით აკრძალულია მხოლოდ ნებადართული მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება
  2. ბაქვს უფლება, თუ იგი მოძრაობს უკიდურეს მარჯვენა მოძრაობის ზოლში
  3. გარა აქვს უფლება✓ სწორი პასუხი

რატომ?

სიჩქარის გადაჭარბება ერთადერთი აკრძალვა არ არის: განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე მეტისმეტად ნელა მოძრაობაც დაუშვებელია, რადგან ის სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას ართულებს. ამას მარჯვენა ზოლში მოძრაობაც არ ცვლის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით არ უნდა გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება