ბილეთი №956 · მოძრაობის უსაფრთხოება
თუ საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესაბამისად მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მან გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა უნდა გამოხატოს ნათლად:
- ასიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით✓ სწორი პასუხი
- ბხმოვანი ან მაშუქი სიგნალის მიცემით
- გამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედებით
რატომ?
როცა გზა უნდა დაუთმო, შენი განზრახვა სხვა მონაწილემ ნათლად უნდა დაინახოს. ამიტომ სიჩქარეს ამცირებ ან ჩერდები: ეს მანქანის მოძრაობაშივე ჩანს და არავის ტოვებს ეჭვში.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელმაც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ვალდებულია გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა ნათლად გამოხატოს სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით.