ბილეთი №873 · სპეციალური სიგნალის გამოყენება
იმ სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები, სავალ ნაწილზე მყოფმა ქვეითმა, უნდა:
- ადაუთმოს გზა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას ან/და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სავალი ნაწილი✓ სწორი პასუხი
- ბგააგრძელოს მოძრაობა, როგორც უპირატესობის მქონემ
- გგააგრძელოს მოძრაობა, როგორც უპირატესობის მქონემ, თუ იგი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადსასვლელზე
რატომ?
ლურჯი ციმციმისა და ხმოვანი სიგნალის მქონე მანქანის მოახლოებისას ქვეითმა გზაზე გადასვლისგან თავი უნდა შეიკავოს, სავალ ნაწილზე მყოფმა კი გზა უნდა დაუთმოს ან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სავალი ნაწილი. ასეთი მანქანა ხშირად გადაუდებელ დავალებას ასრულებს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ქვეითმა თავი უნდა შეიკავოს გზის სავალ ნაწილზე გადასვლისაგან იმ სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და სპეციალური ხმოვანი სიგნალი, ხოლო სავალ ნაწილზე მყოფმა ქვეითმა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას უნდა დაუთმოს გზა ან/და დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს სავალი ნაწილი.