ავტოსკოლა

ბილეთი №1005 · სპეციალური სიგნალის გამოყენება

ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები ან/და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან:

  1. ადაუყოვნებლივ გაჩერდნენ ყოფნის ადგილას
  2. ბგაანთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ✓ სწორი პასუხი
  3. გგადაჯგუფდნენ თანმხვედრი მიმართულების უკიდურეს მარცხენა ზოლზე

რატომ?

ლურჯი ციმციმა და ხმოვანი სიგნალით მომავალ ავტომობილს გზა თავისუფალი უნდა დახვდეს, ამიტომ სავალ ნაწილზე ადგილი უნდა გაათავისუფლო. გაჩერება მხოლოდ აუცილებლობისას გჭირდება; დაუყოვნებლივ გაჩერება ან კონკრეტულ ზოლზე გადასვლა ყოველთვის საჭირო არ არის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სპეციალური სიგნალის გამოყენება