ბილეთი №960 · სპეციალური სიგნალის გამოყენება
რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალული არ არის:
- აგადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით
- ბშლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა
- გრკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე ნელმავალი მანქანის, რომლის სიჩქარე არ აღემატება 8 კმ/სთ და ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა
- დმასზე შეუჩერებლად გავლა✓ სწორი პასუხი
რატომ?
რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია გადასასვლელის წინ მდგომი მანქანის საპირისპირო ზოლზე გასვლით შემოვლა, შლაგბაუმის თვითნებური გახსნა და ნებართვის გარეშე ნელმავალი ტრანსპორტის მოძრაობა. შეუჩერებლად გავლა კი აკრძალული არ არის, თუ გადასასვლელი ღიაა და მატარებელი არ ახლოვდება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია: ა) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით, გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა; ბ) შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა; დ) რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების, რომლის სიჩქარე არ აღემატება 8 კმ/სთ, და ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა.