ავტოსკოლა

ბილეთი №1006 · სპეციალური სიგნალის გამოყენება

ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას, მძღოლმა უნდა:

  1. აგანაგრძოს გზა სიჩქარის შეუცვლელად
  2. ბშეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდეს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერების შესაძლებლობა✓ სწორი პასუხი
  3. გგაზარდოს სიჩქარე, რათა დროულად გაიაროს აღნიშნული ადგილი

რატომ?

ლურჯი ციმციმით მდგარ სპეციალურ მანქანასთან ახლოს ყოველთვის შეიძლება მოულოდნელი სიტუაცია შეგხვდეს, ამიტომ სიჩქარე ისე უნდა შეანელო, რომ აუცილებლობისას დაუყოვნებლივ გაჩერდე. სიჩქარის შენარჩუნება ან გაზრდა ამ დროს არასწორია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერება.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სპეციალური სიგნალის გამოყენება