ბილეთი №891 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„დასახლებული პუნქტი“ არის:
- ანებისმიერი ტერიტორია, რომელზეც დასახლებულია ხალხი
- ბნებისმიერი გზა, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა ინტენსიური მოძრაობისათვის
- გგანაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით✓ სწორი პასუხი
რატომ?
დასახლებული პუნქტი ის განაშენიანებული ტერიტორიაა, რომლის შესასვლელი და გამოსასვლელი შესაბამისი საგზაო ნიშნებით არის აღნიშნული. მარტო ის, რომ იქ ხალხი ცხოვრობს, საკმარისი არ არის: ნიშნები გიჩვენებს, სად იწყება და სად მთავრდება დასახლებული პუნქტი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, დასახლებული პუნქტი - განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.